თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და საკუთარი პოზიცია დაააფიქსირა.
დათაშვილის თქმით, “ყოველ ჯერზე, როდესაც სასამართლოში მოდის, უწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც მასზე იძალადეს და ეს ძალიან მძიმეა მისთვის.“
ამასთან, მასწავლებელი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეტაპირება უჭირს და მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლოს არსებული სასამართლო უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.
მე ყოველ ჯერზე მიწევს ჩემზე თავდამსხმელების და მოძალადეების ნახვა სასამართლოში და ეს არ არის მარტივი ჩემთვის. სასამართლოს შენობაში ყოველ ჯერზე პირისპირ მიწევს მათთან შეხვედრა, როცა შემოვდივარ,შევყავარ საკანში. მოძალადის დანახვა არ არის სასიამოვნო დაზარალებულისათვის. ჩემთვის ძალიან მძიმეა ყოველ ჯერზე მოძალადეების ხილვა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიჭირს გადაადგილება. სადაც ვიმყოფები პენიტენციურ დაწესებულებაში,ვფიქრობ,იქ ახლოს მდებარე სასამართლოში საქმის განხილვა იქნება მიზანშეწონილი,-თქვა მან.
- ამასთან, ნინო დათაშვილის ადვოკატები საქმის მოსამართლის აცილებასა და ბრალდებულის საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ.
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე თამარ გაბოძემ დააყენა.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.