დავით მაღრაძე, რომელსაც დაკავებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის შერაცხადობის დადგენა ჩააბარეს კაცს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უსაფუძვლოდ მოთავსებული და სასტიკი მეთოდებით ნაწამები ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებშია მოხსენიებული.
ეს უკანასკნელი, სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს.
გუშინ გაირკვა, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატი თამარ გაბოძე განმარტავს, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა ბრალდების მხარეს, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.
დაპატიმრებული პედაგოგის უფლებადამცველებმა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. იურისტები, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.