პატიმრობაში მყოფ აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად ორშაბათს, 4 აგვისტოს, საპროტესტო აქცია გაიმართება.
„ნინო დათაშვილის ტალღა“,- ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები 20:00 საათზე, „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბებიან.
„ორშაბათს, 4 აგვისტოს, 20:00 საათზე, „ნინოს ტალღა” თავისუფლების მოედანზე, წრეზე. ჩუმი აქცია, ტრანსპარანტებით, რუპორების და გამომსვლელების გარეშე“,-აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
