“უკაცრავად, დიდი ბოდიშის მოხდით, მოღალატე თუ ვიყავი არ ვიცოდი.
ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ? ქვეყანაში შემოსვლას შევძლებთ თუ ვეღარ? მადლობა 
პ.ს საქართველოში მშობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის ხალხი, ახლობლების, მეგობრების ნათესავების, ზოგს ვიზა სჭირდება, ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს საბუთი… ასე ხაზის გადასმა ემიგრანტებზე ნორმალურია თქვენი აზრით? თორე ჩემი ხმა რომ არაფერს წყვეტს, ამას დიდი ხანია მივხვდი…
იქნებ დახვრეტაც შემოიღოთ მოღალატეებზე…
დიდი მადლობა მეგობრებო
” – წერს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში. ის უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს




