ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა – რას ამბობს მომღერალი

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ და­ტო­ვა. გა­და­ცე­მა “პრა­იმ­შო­უ­ში“, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ახლა მას ეკო ფან­გა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად რჩე­ბი­ან ნინო ნა­დი­რა­ძე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ფონ­ზე, გა­და­ცე­მა ნი­ნიმ­დე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა, თუმ­ცა მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს, მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ნინი Ambebi.ge- თან ამ­ბობს, რომ ახლა სიმ­ღე­რის­თვის უფრო მეტი დრო დარ­ჩე­ბა ვიდ­რე აქამ­დე.

– ნინი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “იმედ­ზე“ გა­და­ცე­მა “პრა­იმ შოუ“ და­ტო­ვეთ. ახლა ეთერ­ში ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­დის და თე­ბერ­ვლი­დან ეკო ფან­გა­ნი შეგცვლით.

– დიახ, ასეა. ვფიქ­რობ, რომ ერთი ეტა­პი დას­რულ­და, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ეს დრო გა­ვა­ტა­რე. ვფიქ­რობ, სხვა რა­ღაც და­ი­წყოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მუ­სი­კით უფრო მე­ტად დავ­კავ­დე.

– ბოლო დროს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ლა­მის ტე­ლე­წამ­ყვა­ნად გიხ­სე­ნებ­დით…

– თით­ქმის ასე იყო. დიდი ხანი ვი­ყა­ვით ერ­თად, მად­ლო­ბას ვე­ტყვი ნოეს, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამ კუ­თხით მე­ცა­და თავი. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი გვქონ­და, ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია.

– არ უკავ­ში­რებთ ამ წა­მოს­ვლას პო­ლი­ტი­კას?

– ამას ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ.

– “იმედს“ ამის შემ­დეგ რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ეს­ტუმ­რე­ბით?

– ბევ­რი კარ­გი რამ გა­დამ­ხდა იქ და მიყ­ვარს ეს ტე­ლე­ვი­ზია. მხო­ლოდ “პრა­იმ­შოუ“ არა, მა­ნამ­დე სხვა პრო­ექ­ტე­ბიც იყო, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 20 წლის მი­ვე­დი პირ­ვე­ლად ამ არხზე. უბ­რა­ლოდ, ახლა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

– ბოლო თვე­ე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი იყო. მო­გი­წი­ათ კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო.

– ვე­რა­სო­დეს ვე­ტყვი რო­მე­ლი­მე მომ­ღე­რალს, რომ სა­დღაც არ იმ­ღე­რონ, მე ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს. მე ვიცი, რო­გო­რი რთუ­ლია მათ­თვის ცხოვ­რე­ბა. ჩვენ არ ვართ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში რომ ბევ­რი კონ­ცერ­ტი გვქონ­დეს. ვიცი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბო­და ზამ­თრის კონ­ცერ­ტებს, მსმე­ნე­ლებს ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ელო­დე­ბო­და ამ კონ­ცერ­ტებს, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­ე­ხა­დათ.

ძა­ლი­ან არ მომ­წონს აგ­რე­სი­უ­ლი შე­ვარ­დნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მი­თი­თე­ბა რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ. რა­ტომ­ღაც მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ისი­ნი ისეთ და­ბალ ხელ­ფას­ზე ცხოვ­რო­ბენ, რომ არ გვაქვს ჩვენ ამის უფ­ლე­ბა.

მე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ვა­უქ­მე. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ფონი იმ­დე­ნად მამ­ძი­მებ­და და იმ­დე­ნად არ ვი­ყა­ვი სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა­ზე, რომ ჩემი ხა­სი­ა­თი­დან და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე არ მემ­ღე­რა, არ მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ მე ვე­რა­სო­დეს ვე­ტყვი ადა­მი­ანს, რომ შენ არ იმ­ღე­როო, კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ელო­დე­ბო­და ახალ წელს, რომ გა­ზი­სა და სი­ნათ­ლის ფული გა­და­ე­ხა­და.

– ყვე­ლა­ზე მეტი კრი­ტი­კა მა­ინც თქვენს სფე­როს შეხ­ვდა.

– ჩვე­ნი სფე­რო სულ ასეა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სცე­ნა­ზე დგას, ცდი­ლობს, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად კაბა შე­ი­კე­როს, იმის იქით რა ხდე­ბა, არ ფიქ­რო­ბენ. ზოგ მომ­ღე­რალს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვს რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუმ­რად მი­ვი­დეს, ტაქ­სის ფულ­ზე უწევთ ადა­მი­ა­ნებს ბრძო­ლა. ყვე­ლას მი­მართ თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ, არ ვა­ი­ძუ­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, არ ჩა­ვაგ­დოთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა და არ ვა­ი­ძუ­ლოთ რა­ღაც გა­ა­კე­თონ…

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან