ნინია კაკაბაძე – მზია ამაღლობელი ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამიტომ ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა – ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ პარლამენტის უკან მიმდინარე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, „რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი, მათ შორის მზია ამაღლობელი“.
„ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი , მათ შორის ჩვენი კოლეგა, მზია ამაღლობელი“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები წერილით მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.
როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა