პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის.
1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 – 1998 წლებში კი – საქართველოს 1-ლ სახელმწიფო მინისტრის პოსტი.
ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწვევის წევრიც იყო.