ნიკო თათულაშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ ჟენევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.
„ღონისძიების პირველ დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სიტყვით მიმართა დელეგატებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა. ამავდროულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ფართო სპექტრს, ყურადღებას ამახვილებს სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე, ქმნის ვალდებულებებს საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის და ეფექტურად უზრუნველყოფს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებას.
ნიკო თათულაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ სამოქმედო გეგმის როგორც შემუშავების, ისე განხორციელების პროცესში სრულად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად იმართება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია მაღალი დონის დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)