ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი მთიან ყარაბაღში ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთმა მთიან ყარაბაღში ვალდებულებები არ შეასრულა. ამის შესახებ arminfo.info იუწყება.

ფაშინიანმა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, ზახაროვამ, კერძოდ, აღნიშნა, რომ ერევანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 2020 წლის შეთანხმების დეზავირებას ცდილობს.

ამის საპასუხოდ ფაშინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების კარგად წაკითხვა შესთავაზა. „კარგად წაიკითხონ და ნახავენ ვინ რა არ შეასრულა. რა, 9 ნოემბრის განცხადებაში წერია, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს თავს უნდა დაესხას, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალები ამ დროს სამალავებში ყოფილიყვნენ?“ – ამბობს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის სამშვიდობო ძალები ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განთავსდნენ და ურჩია რუსულ მხარეს, რომ ნახოს რა მდგომარეობაშია დღეს ეს მოსახლეობა.

ცნობისთვის, სომხეთმა რუსეთის სამშვიდობო მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადრეც დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კოლექტიურ უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების ლიდერების ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის – რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს

დონალდ ტრამპი ღაზას სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით – მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ – გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი კონფლიქტის მონიტორინგს.