ნიკოლ ფაშინიანი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენტონი ბლინკენი სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი , ევროკომისიის პრეზიდენტი და -ის სახელმწიფო მდივანი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას“, – ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა.