ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ის და პრემიერ-მინისტრი ირაკლი მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებსაც შეეხნენ.
“სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ს ერევანში.
სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ასევე დაგაინტერესებთ