რუსეთში ჩადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ორდღიანი ვიზიტით რუსეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი დღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, ხვალ კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა (დსთ) მეთაურების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი განხეთქილების ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყირგიზეთში გამართულ სამიტს არ დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი – არჩევნები იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ – „ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, უნგრეთი რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო და კოლონია იყოს