დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით – ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ, სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნასა და შესაძლებლობებზე ეკონომიკური წინსვლისთვის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ფაშინიანმა ქართველ ხალხს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის და ასევე, მთელი რეგიონისთვის“.
„დღეს სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში კი, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობას, ასევე, ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის და ასევე, მთელი რეგიონისთვის.
სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ყოველთვის ტარდება და ეს ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. განხილვისას ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნასა და შესაძლებლობებზე ეკონომიკური წინსვლისთვის. ხაზი გავუსვით იმედიანი პროექტების შესრულებას და ასევე, მრავალი საკითხი განვიხილეთ, რომლებიც მრავალ მიმართულებას ეხება. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება, სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში, საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.
ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე წინა წლის ოქტომბერში ბატონ ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი და ჩვენი რეგიონი შეიძლება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რეგიონალური ძალზედ მნიშვნელობითი გზა გახდეს. ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ინკლუზიურობას ენიჭება და ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა მიიღოს. ამის კარგი მაგალითია, შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს დიდი ინტერესი აქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.