ნიკოლ ფაშინიანი – აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება ძალიან რეალურია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია, თუ ბაქო ორი ქვეყნის ლიდერებს შორის უკვე შეთანხმებულ პრინციპებს დაადასტურებს.
„თუ აზერბაიჯანი დაადასტურებს ამ პრინციპებს, მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე დაასახელა სომხური მხარის სამი ძირითადი პრინციპი – რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა იმ ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების პრინციპით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან, სომხეთის (29 800 კვ.კმ) და აზერბაიჯანის (86 600 კვ.კმ) ტერიტორიული მთლიანობის საჯარო აღიარება, ასევე საზღვრების დელიმიტაცია უახლესი საბჭოთა რუკების მიხედვით.
„ტყვეების გუშინდელი გაცვლა გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ