ნიკოლოზ ჯავახიშვილი – მინდა მათე დევიძეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ „სინათლის საძიებლად უსასროლო წყვდიადში“

მათე დევიძეს მინდა მხნეობა ვუსურვო – მინდა მათეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მწუხარება მინდა გამოვთქვა ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების გამო და ასევე, სამძიმარი მინდა ვუთხრა ვანო ნადირაძის ოჯახის წევრებს.
ასევე, მათე დევიძეს მინდა მხნეობა ვუსურვო. მინდა მათეს ვუთხრა, რომ დაგველოდე, რადგან ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში.
მივმართავ დიტო სამხარაძეს, რომელიც გამოირჩევა შეურაცხმყოფელი და [უხამსი ლექსიკით]. დიტო, დიდება გმირებს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.
ყველას უკვირს რატომ ვიღიმით და რატომ ვართ მხიარულები, რადგან ჩვენ ვართ მართლები და გვიყვარს ჩვენი სამშობლო!
დიდება საქართველოს! ძირს რუსეთის დამპალ იმპერიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება