ნიკოლოზ ხატიაშვილი – ემიგრანტებისთვის ამგვარად ხმის უფლების შეზღუდვა, ფაქტობრივად უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას, ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ -“ჯერ საქართველოს“ ინიციატივის დამფუძნებელს, „ჯეოქეისის“ მკვლევარს და ყოფილ დიპლომატს, ნიკოლოზ ხატიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ნიკოლოზ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გვამცნო რომ საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილება, რომლის თანახმადაც ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ექნებათ.
ანუ, ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ, მათი გზავნილებით ეროვნული ვალუტის ლარის გამყარებაში ლომის წილი შეაქვთ, მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ.
რადგან ეს თემა აქტუალურია, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. ხელისუფლების მხარდამჭერებს ს მაგალითი მოჰყავთ, მაგრამ, დან სარჩო-საბადებლის საშოვნელად ქვეყნიდან წასული მოქალაქეები არ ჰყავს.
ბევრი თვლის, რომ ემიგრანტების ხმების მობილიზაციის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. თუ ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ასეთ ვითარებაში გაუგებარია, ოპოზიციურ ფლანგზე ვინ დარჩება.
არადა, გარეთ 21 საუკუნეა და მხოლოდ ემიგრანტებისთვის შესაძლებელია ელექტრონულ არჩევნებზე არა მარტო გვეფიქრა, კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა კიდეც,
იურისტები ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. თქვენ როგორ შეაფასებდით ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის შეზღუდვის შედეგს? ამ წესის შემოღების მიზანი და მიზეზი რა შეიძლება იყოს?
– პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მოქალაქე ყველგან საქართველოს მოქალაქეა, მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის მიუხედავად. ემიგრანტები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფენ ათასობით ოჯახს საქართველოში, ხოლო მათ მიერ გადმორიცხული მილიარდობით უცხოური ვალუტა ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური სექტორის მდგრადობას.
ეს პროცესი გრძელდება უკვე ათწლეულებია. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა აიძულა ემიგრანტების დიდი ნაწილი დაეტოვებინა ქვეყანა. ამ გადაწყვეტილებით კი ხდება მათი გარიყვა. ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ამგვარი შეზღუდვა ფაქტიურად უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ცვლილება – ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში.
ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ამგვარი შეზღუდვა ფაქტიურად უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ცვლილება – ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში
თქვენ ახსენეთ ისრაელის ქეისი. ამ პარალელის გავლება ვფიქრობ რომ არასწორია. ისრაელის ემიგრანტები ძირითადად ნებაყოფლობით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ხოლო ქართველი ემიგრანტების უდიდესი ნაწილი იძულებით სოციალურ ეკონომიკურ ემიგრაციაში.
ისრაელის დიასპორის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ, გავლენიან და ფინანსურად ძლიერ საზოგადოებას, რომელიც აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, ისინი საზღვარგარეთ ნაშოვნ თანხებს ძირითადად ადგილსამყოფელ ქვეყანაში აბანდებენ და იძენენ აქტივებს. ს
აქართველოს შემთხვევაში ემიგრანტები ძირითადად მძიმე ფიზიკური შრომით არიან დაკავებულები და ამ გზით ინახავენ საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას. შესაბამისად, მათთვის საზღვარგარეთ ხმის უფლების ჩამორთმევა მარტივად რომ ვთქვათ არასამართლიანია.
რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც კანონმდებლობაში იგეგმება ისეთი ტიპის ცვლილებები, რომლებიც ასობით ათას ადამიანს უწესებს შეზღუდვებს, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ინკლუზიურობის და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვითა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ საკანონმდებლო ორგანოს, სადაც არ არიან წარმოდგენილი ძირითადი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება გათიშულია ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროცესისგან. ასეთ გარემოში მიღებული კანონმდებლობა ბევრ კითხვას ბადებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს.
„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ემიგრანტების უმრავლესობა კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, რაც დადასტურებულია უკანასკნელი წლების შედეგებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ საზღვარგარეთ ჩატარებული დიდი უპირატესობით მოიგო. ნათელია, რომ არა ეროვნულ, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ემიგრანტების უმრავლესობა კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, რაც დადასტურებულია უკანასკნელი წლების შედეგებით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ საზღვარგარეთ ჩატარებული დიდი უპირატესობით მოიგო. ნათელია, რომ არა ეროვნულ, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება
თუ ამ გადაწყვეტილებას დავუმატებთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს, ასევე სხვა ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის წინააღმდეგ, ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური სივრცის თანმიმდევრულ მონოპოლიზაციასთან და ქართული ოცნებისთვის ელექტორალური საფრთხეების ელიმინაციასთან.
იმ ტემპების გათვალისწინებით, რა ტემპებითაც ეს პროცესი მიმდინარეობას, არ არის გამორიცხული რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2026 წელსაც. რთული მისახვედრი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, შესაბამისად, ის გამოიყენებს ყველა მეთოდს ამ მიზნის მისაღწევად. ასეთ ფონზე არჩევნებს, შესაძლოა, მხოლოდ ფორმალური ხასიათი ქონდეს.
ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ დამატებით შეზღუდავს რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის ხმას, რაც ვეღარ წავა ოპოზიციის ყულაბაში. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი ალბათ ისტორიულ მინიმუმზეა და ძალიან რთული იქნება მათთვის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ყველა არსებული მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, შესაბამისად, თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა ექნება.
იმ ტემპების გათვალისწინებით, რა ტემპებითაც ეს პროცესი მიმდინარეობას, არ არის გამორიცხული რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2026 წელსაც. რთული მისახვედრი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, შესაბამისად, ის გამოიყენებს ყველა მეთოდს ამ მიზნის მისაღწევად. ასეთ ფონზე არჩევნებს შესაძლოა მხოლოდ ფორმალური ხასიათი ქონდეს
რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, როგორიც მაგალითად ტარდება ესტონეთში, ეს ძალიან სარისკოა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის. არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას ესაჭიროება ძლიერი კიბერუსაფრთხოების სისტემა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ არ გააჩნია.
მისი შექმნაც დაკავშირებულია უდიდეს ფინანსურ, ტექნიკურ და ინტელექტუალურ რესურსებთან, რასაც სამწუხაროდ დღეს საქართველო ვერ გაწვდება. ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას დასჭირდება ალბათ რამდენიმე წელი, შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და რესურსები.
– პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გვამცნო რომ ანტიკორუფციული სამსახური გაუქმდება.
არადა, ანტოკორუფციული სამსახურის შექმნას ჩვენგან ევროკომისია მოითხოვდა და იგი 12 ევრორეკომენდაციის სამიდან ერთ ერთ შესრულებულ რეკომენდაციად ითვლებოდა. ითვლებოდა, თორემ ეგეც ბოლომდე შესრულებული არ იყო, რადგან ანტიკორუფციული სამსახური ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე უნდა ყოფილიყო და არა პრემიერს დაქვემდებარებული.
საუბარია იმ ახლა უკვე ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე, როგორც საგამოძიებო სტრუქტურები გვეუბნებიან თავად აღიარა რომ თანამდებობაზე მუშაობისას, რბილად რომ ვთქვათ, სხვადასხვა სფეროებიდან ჰქონდა არადეკლარირებული შემოსავალი.
თქვენ როგორ აღიქვით ევრორეკომენაციის შესრულების ფარგლებში შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის გაუქმება?
– როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა გადავდგათ იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ მას, აქ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ კორუფციასთან ბრძოლაა.
ზოგადად, ანტიკორუფციული ბიურო დაფუძნდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის შესასრულებელი მე-4 რეკომენდაციის მოთხოვნების შესაბამისად. ეს უწყება უნდა ყოფილიყო ქვეყნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც ეფექტურად მოახდენდა კორუფციასთან ბრძოლას. მიუხედავად ამისა, ბიუროს ხელმძღვანელი ინიშნებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ, ხოლო ფორმალურად ექვემდებარებოდა პარლამენტს.
რეალურად ჩვენ მივიღეთ ასეთი სურათი. ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა ხელისუფლება, კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. ეს გარემოება აჩენდა ბევრ კითხვას მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ მოვისმინეთ ევროპის კავშირის მხრიდან კრიტიკა. ამის გარდა, ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა მას მერე, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის კორუფციული სკანდალის შესახებ.
ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა ხელისუფლება, კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ. ეს გარემოება აჩენდა ბევრ კითხვას მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ მოვისმინეთ ევროპის კავშირის მხრიდან კრიტიკა
სამწუხაროდ, ანტიკორუფციული ბიურო ვერ ჩამოყალიბდა ეფექტურ და დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ინსტიტუტად. პრაქტიკული თვალსაზრისით, ვფიქრობ რომ ანტიკორუფციული ბიუროს დახურვა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საქმიანობის აღსრულების ნაწილში, რადგან ზემოაღნიშნული ქეისები ხაზს უსვამს სამსახურის ისედაც დაბალ ეფექტურობას.
რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტს, ანტიკორუფციული ბიუროს როგორც ინსტიტუტის გაუქმებას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება შესაბამის მოთხოვნას.
ანტიკორუფციული ბიუროს როგორც ინსტიტუტის გაუქმებას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება შესაბამის მოთხოვნას
ევროკავშირის ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლა გამყარებულია პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი სისტემით. საქართველოში კი როგორც ჩანს პროცესი პირიქით მიმდინარეობს. ამ ნაბიჯებით, ქვეყანა შორდება იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
– 28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება რაც პრემიერმა მ განაცხადა რომ 2028 წლამდე საქართველოს ხელისუფლება არ დააყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
პრემიერ კობახიძის ამ განცხადებას ქუჩაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ამ აქციებში ოპოზიციური სპექტრიც მონაწილეობდა და პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილიც.
ამ საზოგადოების დიდი ნაწილი ახლა ციხეში ზის, ნაცემთა, დაჯარიმებულთა, ევროპული არჩევანის გამო საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ ერთი წლის მანძილზე ცდილობდა საპროტესტო მუხტის ჩაქრობას, მაგრამ, ფაქტია რომ ეს მუხტი ცოცხალია. ასეა საპროტესტო ელექტორატში. პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ერთიან სამოქმედო გეგმაზეც კი ვერ თანხმდებიან. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?
– სამწუხაროდ ბოლო 1 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო არაერთი ადამიანის მიმართ სახელმწიფო ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეპრესიებს.
რაც შეეხება პროტესტის ხანგრძლივობას, მმართველ გუნდში ნამდვილად არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პროტესტი ახალი წლების მერე დასრულდებოდა, თუმცა, ის დღესაც გრძელდება.
1 წლის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პროტესტი განეიტრალებულიყო, მათ შორის დაკავებები, არადემოკრატიული კანონების მიღება, რეპრესიები და ა.შ, თუმცა, საპროტესტო მუხტის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი და ვფიქრობ რომ ამით, ქართულმა საზოგადოებამ ნათლად დაამტკიცა თავისი ევროპული არჩევანი.
რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, დღეს იქ ძალიან მძიმე, მაგრამ ლოგიკური პროცესები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს თითქოს გააჩნდათ ერთიანი მიზანი, მათ ვერ მოახერხეს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რამაც საბოლოო ჯამში დააზიანა როგორც პროცესი, ასევე, პოლიტიკური პარტიები.
წლების განმავლობაში დაგროვდა იმედგაცრუება როგორც საზოგადოების მხრიდან პარტიების მიმართ, ასევე, პარტიებს შორის. საზოგადოება ოპოზიციისგან ვერ ხედავს საკმარისად თანმიმდევრულ და სტაბილურ ერთიანობას. არსებული ნდობის კრიზისი აისახება ოპოზიციაზეც, რომელიც ვერ ახერხებს ერთიანი ფრონტის ფორმირებას. თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ერთიანი პოზიციის არარსებობამ და 4 ოქტომბრის მოვლენებმა საბოლოოდ გააქარწყლა პარტიების მიმართ ნდობა.
საზოგადოება ოპოზიციისგან ვერ ხედავს საკმარისად თანმიმდევრულ და სტაბილურ ერთიანობას. არსებული ნდობის კრიზისი აისახება ოპოზიციაზეც, რომელიც ვერ ახერხებს ერთიანი ფრონტის ფორმირებას. თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ერთიანი პოზიციის არარსებობამ და 4 ოქტომბრის მოვლენებმა საბოლოოდ გააქარწყლა პარტიების მიმართ ნდობა
ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს მოთხოვნა ახალი ძალებისა და ლიდერების გამოჩენისა. მათ აღარ სურთ პარტიები და უნდათ პროფესიონალი და გამოცდილი პოლიტიკური აქტორები, მკაფიო განვითარების ხედვით, რომლებსაც ჩააბარებენ ქვეყნის მართვას.
ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენს საზოგადოებაში და თუ მოხდება მათი მობილიზება, მაშინ ახლო მომავალში შესაძლებელია ვიხილოთ ახალი მოთამაშეები პოლიტიკურ ველზე, ე.წ “Game Changers”, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი კონსოლიდაციის მოხდენის ძალა. მომდევნო თვეების განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება თუ ვინ შეძლებს პროცესებზე ლიდერობის აღებას, მუხტის აწევას, საზოგადოებრივი ნდობის დამსახურებას და პოლიტიკურ კონსოლიდაციას.
მომდევნო თვეების განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება თუ ვინ შეძლებს პროცესებზე ლიდერობის აღებას, მუხტის აწევას, საზოგადოებრივი ნდობის დამსახურებას და პოლიტიკურ კონსოლიდაციას
ფაქტია, რომ ძლიერი საპროტესტო მუხტი კვლავ არსებობს, თუმცა მთავარია რამდენად შეძლებენ არსებული თუ ახალი პოლიტიკური ძალები ამ მუხტის პოლიტიკურ სტრატეგიად გარდაქმნას და კაპიტალიზაციას. ამაზე იქნება დამოკიდებული იარსებებს თუ არა მომდევნო არჩევნებში ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.
– სოციალურ ქსელში თქვენს გვერდზე ვნახე თქვენივე სტატია, რომელიც დელფის გლობალურ კვლევათა ცენტრშია (Delphi Global Research Center) გამოქვეყნებული.
სტატიის დასახელება – „ღრმა სახელმწიფოს (Deep State)” თეორიის ევოლუცია: ს პროპაგანდის სახელმძღვანელოდან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნარატივამდე“ იმდენად მრავლისმეტყველადაც კი ჟღერდა, მას გვერდს ვერ აუვლიდი.
სტატიაში ბრძანებთ, რომ „Deep State, ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ე.წ. ღრმა სახელმწიფოს შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება ბოლო 2 წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
ვრცლად ეხებით თუ როდის და როგორ ისტორიულ კონტექსტში ჩამოყალიბდა „Deep State”-ის თეორია და რა იყო მისი მიზანი. რამდენადაც შესაძლებელია ამ თემაზე თქვენი შეხედულებები მოკლედ გააცანით ჩვენს მკითხველს…
– ზოგადად კონსპირაციული თეორიები, რომლის ერთ-ერთი სახე სწორედ ე.წ „ღრმა სახელმწიფო“-ს იგივე „დიფ სთეითის“ კონცეფციაა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.
შუა საუკუნეებში საკმაოდ პოპულარული იყო ჩრდილოვანი მმართებლობის კონცეფცია. ამ შეთქმულების თეორიის მთავარი არსი მდგომარეობდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ან მის შემადგენლობაში არსებული ფარული ძალაუფლების საიდუმლო სტრუქტურების არსებობაში, რომლებიც აკონტროლებდნენ მთავრობებს. ხოლო მათ შემადგენლობაში არ შედიოდნენ ხალხის მიერ არჩეული პირები.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „Deep State” თავისთავად პოპულარული გახდა ბოლო წლებში, ფუნდამენტური იდეა, რომ ფარული ჯგუფი მანიპულირებს პოლიტიკური სისტემებით, ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი.
მაგალითად, შუა საუკუნეებში შეთქმულების თეორია ამტკიცებდა ჯადოქრების და დემონების არსებობას. მოგვიანებით უკვე ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიც იყო ილუმინატები და მასონები აბრალებდნენ მსოფლიოს მართვას.
ტერმინი “Deep State” დასავლურ კონტექსტში პოპულარული გახდა 2016 წლის -ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები აქტიურად ლობირებდნენ ამ კონცეფციას და ამტკიცებდნენ, რომ -ში არსებული საიდუმლო პოლიტიკური ელიტები ცდილობდნენ ტრამპის გაპრეზიდენტების ხელის შეშლას.
ტერმინი “Deep State” დასავლურ კონტექსტში პოპულარული გახდა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები აქტიურად ლობირებდნენ ამ კონცეფციას და ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ში არსებული საიდუმლო პოლიტიკური ელიტები ცდილობდნენ ტრამპის გაპრეზიდენტების ხელის შეშლას
კრემლმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს კონცეფცია დასავლური ინსტიტუტების ნდობის შესასუსტებლად და ფსიქოლოგიური ომის მექანიზმად. დღეს „დიფ სთეითის“ თეორია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე შეთქმულების თეორია. ის გახდა პროპაგანდის მძლავრი იარაღი, რომელსაც მთავრობები და პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ თავიანთი ნაბიჯების გასამართლებლად, კრიტიკული აზრის ჩასახშობად და საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაღვიძებლად და სამართავად.
„ღრმა სახელმწიფოს“ შეთქმულების თეორია რჩება კრემლის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითად ელემენტად, რომელიც ეფუძნება ისტორიულ შიშებს, ტრავმებსა და თანამედროვე პოლიტიკურ შფოთვებს. მარტივად რო ავხსნათ, იქმნება არარსებული გლობალური მტრის ხატი, ხოლო შესაბამისი ხელისუფლება ან ჯგუფი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას ამ საფრთხის ირგვლივ და თავს წარმოაჩენს ერთადერთ მხსნელად.
დღეს „დიფ სთეითის“ თეორია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე შეთქმულების თეორია. ის გახდა პროპაგანდის მძლავრი იარაღი, რომელსაც მთავრობები და პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ თავიანთი ნაბიჯების გასამართლებლად, კრიტიკული აზრის ჩასახშობად და საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაღვიძებლად და სამართავად
ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილია, რომ მასების მართვა საკმაოდ ეფექტურია მაშინ, როდესაც კონკრეტული შიშის ან საფრთხის წინააღდეგ ხდება საზოგადოების კონსოლიდაცია და სწორედ „დიფ სთეითი“ ამის ნათელი მაგალითია.
ამ მეთოდმა კარგად იმუშავა საქართველოშიც, როდესაც 2024 წელს ქართულმა ოცნებამ გამოიყენა გლობალური ომის პარტიის კონცეფცია და საზოგადოებას მიუთითებდა დილემაზე ომსა და მშვიდობას შორის.
გამოცდილი მეთოდია საზოგადოებაში არსებული შიშისა და ბრაზის მისადაგება შეთქმულების თეორიებთან და შემდგომში ამის გამოყენებით კონკრეტული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესის მარტივად ახსნა. ეს ტაქტიკა კარგად მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც მედიისა და სამთავრობო ინსტიტუტებისადმი ნდობა დაბალია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საზოგადოებრივ განხეთქილებას.
– Reuters სათაურით „ხუთი წუთი ავტოკრატიამდე. როგორ გადაუხვია საქართველომ ევროპულ გზას“ აქვეყნებს სტარიას საქართველოზე.
თქვენ თქვენ სტატიაში ვრცლად საუბრობთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენება რუსეთსა და საქართველოში „დიფ სთეითის“ შეთქმულების თეორია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, დეზინფორმაციისთვის, პროპაგანდისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების დემონიზაციისთვის.
ასევე, საუბარია თეორიის ისტორიულ ასპექტებსა და მასთან ბრძოლის გზებზე. ფხედავთ, რომ „Deep State”-ის და სხვა შეთქმულების თეორიების რუსულ ინტერპრეტაციას ხშირ შემთხვევაში ემთხვევა, ან თითქმის ერთ-ერთში იმეორებს საქართველოს ხელისუფლება.
როგორია, Deep State-ის ქართული კონტექსტი? რა მიზანი აქვს? სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ შეთქმულების თეორიებს?
– ქართული დიფ სთეითის კონცეფციის საკითხი ძალიან ფართო და ყოვლისმომცველია, თუმცა შევეცდები ის მაქსიმალურად მოკლედ შევაჯამო.
2024 წლიდან „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს შეთქმულების თეორიებს, კერძოდ კი „გლობალური ომის პარტიის“ და „ღრმა სახელმწიფოს“ კონცეფციებს, რომლებიც მიმართულია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისა და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ.
2024 წლის არჩევნების წინ „ოცნებამ“ დაიწყო საზოგადოების დარწმუნება, რომ არსებობს საიდუმლო გლობალური ორგანიზაცია რომელიც აკონტროლებს დასავლურ ქვეყნებს და სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა.
ნელ ნელა გლობალური ომის პარტია გადაკეთდა „დიფ სთეითად“ რაც ტრამპის ნარატივთან თანხვედრის მცდელობას წარმოადგენდა, თუმცა “დიფ სთეითის” ქართული კონტექსტი განსხვავდება ამერიკულისგან.
თუ ამერიკული კონტექსტი გულისხმობს კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც არსებობენ ქვეყნების შიგნით და აქვთ გავლენები ადგილობრივ მთავრობებზე, „დიფ სთეითის”- ის ქართული მოდელი გლობალური მმართველობის ტიპის ხასიათს ატარებს. დროთა განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა „დიფ სთეითის“ თეორიის ინტეგრაცია თავის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც თანხვედრაშია დასავლეთის დისკრედიტაციისთვის შექმნილ რუსული პროპაგანდის სტრატეგიასთან.
საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს „ღრმა სახელმწიფოს“ აგენტების სტატუსს ანიჭებს და ბრალად უყენებს ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ომში ჩათრევის მცდელობებს.
ამის გარდა, „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს „ღრმა სახელმწიფოს“ კონცეფციას, როგორც ძალას, რომელსაც სურს საქართველოს სუვერენიტეტის წართმევა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ქართული ეკლესიის დასუსტება, რაც ასევე წარმოადგენს კრემლის კლასიკურ პროპაგანდისტულ ნარატივს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, საერთაშორისო კრიტიკა და სანქციები დააბრალოს „დიფ სთეითს“ და მის სატელიტებს, რითიც ის თავს არიდებს საერთაშორისო იზოლაციაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე პასუხისმგებლობას.
საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს „ღრმა სახელმწიფოს“ აგენტების სტატუსს ანიჭებს და ბრალად უყენებს ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ომში ჩათრევის მცდელობებს
რაც შეეხება პროპაგანდასთან ბრძოლას, ამ საკითხს ესაჭიროება ძალიან სისტემური და თანმიმდევრული მიდგომა. ამ მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი ფენების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია რეგიონებში მუშაობა, რისი ინიცირება შეუძლიათ არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო საინიციატივო ჯგუფებს. მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუშლის ანტიდასავლური პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებას.
იმის გათვალისწინებით, რომ „დიფ სთეითის“ ნარატივის მთავარი სამიზნე პოლიტიკური პარტიები და არასამთვრობო ორგანიზაციებია, მათ უნდა შეიმუშავონ ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც დაამსხვრევს მათ წინააღმდეგ გამოყენებულ ნარატივებს.
იმის გათვალისწინებით, რომ „დიფ სთეითის“ ნარატივის მთავარი სამიზნე პოლიტიკური პარტიები და არასამთვრობო ორგანიზაციებია, მათ უნდა შეიმუშავონ ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც დაამსხვრევს მათ წინააღმდეგ გამოყენებულ ნარატივებს
სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საჭიროა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა, მედია წიგნიერების ხელშეწყობა და ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ მდგრადობას, ცრუ ნარატივების გაქარწყლებას და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ამ ნაბიჯების გარეშე, შეთქმულების თეორიების მუდმივი გავრცელება დარჩება მნიშვნელოვან უსაფრთხოების გამოწვევად ქართული საზოგადოებისთვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი