ნიკოლოზ სამხარაძე – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – “ქართულმა ოცნებამ“ დაბნეულობის ფონზე თან ხმა მისცა რეზოლუციას, თან ვერ მისცა – მივიღეთ ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს არ უჭერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ? – ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო