ნიკოლოზ სამხარაძე “მომავალ ლიდერთა აკადემიის” სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „მომავალ ლიდერთა აკადემიის” სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხარაძემ სტუდენტებთან რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.
“შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ