ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა -ში, ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი მოიგო და შეჯიბრების ძირითად ბადეში ითამაშებს.
ბასილაშვილმა იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველი ძალიან დამაჯარებელი იყო.
ფინიქსის ჩელენჯერის ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი კორენტინ მუტე იქნება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს