ნიკოლოზ ალავიძე: ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება!

“საქართველო ბოლონიურ პროცესს 2005 წელს შეუერთდა. 2008 წელს გადავიდა 12-წლიან საშუალო განათლებაზე. ეს საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში და შედეგიც დათვლადია. (განათლების მკვლევარები იმედია მალე გამოამზიურებენ დეტალურ მონაცემებს “მდე” და “შემდეგ”).
ათასობით საქართველოს მოქალაქემ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან) მიიღო რეალური და ხარისხიანი განათლება, აღიარებული საერთაშორისო დონეზე.
ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლა, განვითარება ძლიერი ცოდნითა და ხედვით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საწინდარი.
12-წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ გლობალურ კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაცია და თანაბარი პირობებით განათლების მიღება.
ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11-წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება!
​​​​​​​
ესაა დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა და განიავება. განათლება კი არ უნდა შემცირდეს, ის უნდა გაიზარდოს. ეს არის ქვეყნის პროგრესის და მომავალოს საფუძველი. ესაა გადარჩენის შანსი და განათლებულებს “ქართველობას ვერ წაგვარმევენ”.
გონს მოვეგოთ, სანამ დროა. “ბაყაყი კრიტიკული დუღილის ეტაპზეა, დროა ის დარჩენილი რეფლექსი მოიხმოს და ამოხტეს ამ ჯამიდან,” — წერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა