ნიკოლას მადურო – ტრამპს პატივს ვცემ და არ შეიძლება, რომ ჩვენ შორის არსებულმა უთანხმოებებმა სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანოს

ტრამპს პატივს ვცემ და არ შეიძლება, რომ ჩვენ შორის არსებულმა უთანხმოებებმა სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ვენესუელა დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.
-ის მთავრობამ ვენესუელასა და მთელ ლათინურ ამერიკაში რეჟიმის შეცვლის ძალადობრივ გეგმაზე უარი უნდა თქვას და სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის უფლებას პატივი უნდა სცეს. ვენესუელა დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
მისი თქმით, „როგორც ეს გაერო-ს ანგარიშში წერია, ვენესუელა ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ქვეყანას არ წარმოადგენს“.
„ამერიკელ ხალხს მივმართავ: ისევე, როგორც სიცრუეს წარმოადგენდა ის, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი იყო, სიცრუეა ისიც, რასაც ვენესუელის შესახებ ამბობენ. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ პატივისცემას მოვითხოვთ“, – აღნიშნა მადურომ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვენესუელის ორმა F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა კარიბის ზღვაში გაგზავნილ ამერიკულ ხომალდს გადაუფრინა, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, დენ კეინს უფლება მისცა, რომ „თუ საჭირო იქნება, ისინი ჩამოაგდოს“.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება