ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს

-ის სამხედრო ოპერაციის დროს დატყვევებულმა ნიკოლას მადურომ და მისმა ცოლმა დღეს ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავი უდანაშაულოდ ცნეს. BBC-ის ცნობით, მადურო და მისი ცოლი სასამართლოში პატიმრის ფორმითა და ხელბორკილებით მიიყვანეს. ვენესუელას ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლოში იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ის წესიერი ადამიანია და ჯერაც ვენესუელას პრეზიდენტია. ამ ეტაპისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით წყვილი გირაოს არ ითხოვს.
მადურო და მისი ცოლი 3 იანვარს, დილით, ამერიკის სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას მმართველობას დროებით ამერიკა გადაიბარებს, ასევე კონტროლს აიღებს ვენესუელას ნავთობის უზარმაზარ რეზერვებზე და ამერიკულ კომპანიებს დაიქირავებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციისთვის ქვეყნის განადგურებული ინდუსტრიის აღსადგენად. ტრამპის თქმით, ადგილობრივებისთვის ეს სიმდიდრის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მომტანი იქნება.