ნიკოლაი პატრუშევი ვლადიმირ პუტინის მრჩეველის თანამდებობაზე გადაიყვანეს

ნიკოლაი პატრუშევი ს ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოზიციაზე გადაიყვანეს.
აქამდე პატრუშევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა. პოლიტიკოსმა თანამდებობა 12 მაისს დატოვა.
პატრუშევის ადგილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაიკავა.
შოიგუს ადგილი რუსეთის ახალ მთავრობაში ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავა.
პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოკავშირე და მეგობარია, მისი უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციიდან გათავისუფლებას ამ დრომდე ექსპერტების ნაწილი და დამოუკიდებელი მედია დაქვეითებად აღიქვამდა.