თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ნიკოლაი ბელიკოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი დეპორტაცია მოხდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლა აეკრძალება.
ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლაი ბელიკოვი რუსეთის მოქალაქეა.
შსს მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
