ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა — ბაიდენი ტრამპს დაუპირისპირდება

-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი ნიკი ჰეილი საარჩევნო მარათონს „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ გამოეთიშა, რადგან შტატების უმრავლესობაში პრაიმერიზი სწორედ მისმა მთავარმა კონკურენტმა, დონალდ ტრამპმა მოიგო.
ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ იქნება, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი, უნდა დაუპირისპირდეს.
ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, თუმცა აღნიშნა რომ ტრამპს მოუწევს, იმუშაოს ნიკი ჰეილის მხარდამჭერთა ხმების მოპოვებაზე, რადგან ისინი მხარს არ უჭერენ.
ჰეილის განცხადებიდან მალევე პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელსაც კენჭისყრა მეორე ვადით სურს, ჰეილის მხარდამჭერებს მიმართა:
„დონალდ ტრამპმა ცხადად თქვა, რომ მას ნიკი ჰეილის მხარდამჭერები არ სჭირდება. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: მათთვის ჩემს საპრეზიდენტო კამპანიაში მოიძებნება ადგილი“.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ