ნიკი ჰეილიმ ნევადის პირველად არჩევნებში “არცერთ ამ კანდიდატზე” ნაკლები ხმა მიიღო

კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ თანახმად, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ნიკი ჰეილი სამშაბათს, ნევადის პირველად არჩევნებში დამარცხდა. ბევრი შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელი მარცხი იყო, რადგან მოქალაქეთა თითქმის ორჯერ მეტმა ხმა “არცერთ ამ კანდიდატს” მისცა.
ჰეილი საპრეზიდენტო რბოლის ლიდერის ს ბოლო მეტოქე და ერთადერთი მნიშვნელოვანი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელიც ნევადის პირველად არჩევნებში მონაწილეობდა. ტრამპის სახელი ბიულეტენში შეტანილი არ იყო.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნევადაში დემოკრატების პირველადი არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა. ხმების 70 პროცენტის დათვლის მომენტისთვის, ბაიდენს 90 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. ბაიდენს საკუთარ პარტიაში მცირე წინაღობა აქვს და ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში, სავარაუდოდ ტრამპთან მეტოქეობა მოუწევს.
ტრამპი არ მონაწილეობდა სამშაბათს შემდგარ არჩევნებში, რომელსაც სანომინაციო შეჯიბრზე გავლენა არ ჰქონდა. ჰეილის სახელი კი ხუთშაბათს დაგეგმილი კონფერენციის საარჩევნო ბიულეტენში არ არის.
სამშაბათს გამართულ კენჭისყრაში, რესპუბლიკელ ამომრჩევლებს თავის ბიულეტენებში შეეძლოთ აღენიშნათ „არცერთი ეს კანდიდატი“. რესპუბლიკელთა ბიულეტენების ორი მესამედის დათვლის შემდეგ, ჰეილის ხმების მხოლოდ 32 % ჰქონდა, გამარჯვებული კი 61 %-ით „არცერთი ეს კანდიდატი“ აღმოჩნდა.
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ ხუთშაბათს დაგეგმილი, პარტიული კონფერენციის კენჭისყრაზე ყველა დელეგატის მხარდაჭერას მოიპოვებს. ბიულეტენში მხოლოდ ტრამპის სახელი იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მას ივლისში პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ნომინანტად დაასახელებენ, მას შტატის 26-ივე დელეგატი მისცემს ხმას. აიოვაში და ნიუ ჰემფშირში თანმიმდევრული გამარჯვებების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი რესპუბლიკელი ამომრჩევლის გამოკვეთილ ფავორიტად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ