ნიკა სიმონიშვილი – შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას

შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც [დაფინანსების წყაროები] აისახება, სადაც დებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციას – თავის დროზე ჩემს მიმართაც ჰქონდათ ეს კითხვები ხოლმე, მედიასაშუალებებს გავუზიარე, შემიძლია კიდევ ერთხელ გავუზიარო, სად იდება ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ვერ მიაგნეს, – ამის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს და საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე, სამწუხაროდ, კონსტიტუციას არღვევს.
„ეს არის საკითხი, რომელიც ალბათ, ყოველგვარი პოლიტიკის და რაღაცა პარტიული გარჩევების მიღმა დგას და უნდა იდგეს კიდევაც. ეს არის კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს პირდაპირ აზიანებს და ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ასეთი კანონმდებლობით. ტყუილია, თითქოს ეს არის რაღაც ევროპული კანონი. ეს არ არის ევროპული კანონი, რადგან არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც ევროპული ფულის გამჭვირვალობას ეხება. ასეთი კანონი მხოლოდ რუსეთშია, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც პოლიტიკურ განსხვავებებზე და პოლიტიკურ კუთვნილებაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას, ეს კანონი ვერ მიგვიყვანს ევროპამდე“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ