ნიკა სიმონიშვილი – რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია და მისი ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია.
„ლოკაციები თბილისში, რომლებზეც გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა რუსულმა რეჟიმმა:
ჩრდილოეთის [და დასავლეთის] მიმართულება: ს1 საერთაშორისო გზა: ვეფხი და მოყმის ძეგლიდან დაწყებული, მარშალ გელოვანის გამზირი და აღმაშენებლის ხეივანი მთლიანად;
ს9 საერთაშორისო გზა: თბილისის შემოვლითი გზა მთლიანად (ზაჰესი-ავჭალიდან დაწყებული, ლილომდე დასრულებული)
სამხრეთის მიმართულება:
ს4 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, რუსთავის გზატკეცილი და ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა;
ს6 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, მარჯვენა სანაპიროზე გზატკეცილი ზემო ფონიჭალის ბოლომდე.
აღმოსავლეთის მიმართულება:
ს5 საერთაშორისო გზა: ს ქუჩიდან დაწყებული, კახეთის გზატკეცილი, ლილოს გზა ლოჭინის ხიდის ჩათვლით.
რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა ამ სიაში მოაქცია, არა მხოლოდ ავტობანი ან აღმაშენებლის ხეივანი.
ამ გზებთან/ქუჩებთან დამაკავშირებელი ქუჩები ადგილობრივ გზებად ითვლება და სტრატეგიულ ობიექტთა ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ აქ ისეთივე „წესები“ მოქმედებს, როგორებიც რუსთაველზე.
რაც შეეხება სხვა ქალაქებში ასეთ ლოკაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები საავტომობილო რუკებზე ან google maps-ში ლურჯ მართკუთხა ნიშანში ჩასმული ნუმერაციითაა აღნიშნული: ს1, ს2, ს3 და ა.შ. (სულ 13 არის)”, – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს