: ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად, არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია – შუა ბრძოლაში ვართ და არც მოდუნების დროა

ნიკა მელია – ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად, არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია – შუა ბრძოლაში ვართ და არც მოდუნების დროა
ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა – საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, „რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ“.
„აქამდე ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა: ხალხი ქუჩაში არ გამოდის; ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს; დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება; ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ სამ ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც. ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე, მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ. პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლელისგან. სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება – მოქმედებამ.
ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა – საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა…
გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა – საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა. ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა. მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით – მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს“,- წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ