ნიკა მელია: სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

„სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ“, – ამის შესახებ „ენმ“-ს ყოფილმა წევრმა მ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს – მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება შეხვედრის შესაძლებლობა. მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება, უბრალოდ, ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი. ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად“, – აცხადებს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ