ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე – მიზანი იმდენად ეროვნულია, რომ აქ საუბარი კონსოლიდაციაზე და გაერთიანებაზე აუცილებელია ეროვნული ინტერესის გარშემო – რა გინდა პოლიტიკაში თუ ამ საკითხზე ვერ ახერხებ კონსენსუსის გამონახვას

საქართველოს პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან მესამე დღეა შეხვედრებს აგრძელებს.
ამ წუთებში პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, ს ხვდება.
როგორც მელიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა კონსოლიდაცია და გაერთიანება საერთო ეროვნული ინტერესის გარშემო არის აუცილებელი.
„ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილისგან მოსმენა მის ხედვებთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეხმიანება და ეხება ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რა თქმა უნდა, არის გასაზიარებელი და კიდევაც გავიზიარე. ნებისმიერი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს გადადგამს წინ. იმიტომ, რომ არსებობს ქვეყანაში შანსი, მიმდინარე წელს კორუმპირებული, ოლიგარქიული ხელისუფლების დამარცხების შემდეგ გატარდეს ძალიან სწორი ევროპული, დასავლური რეფორმები, რის შემდეგაც უკვე 2030 წელს ყველანი ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. როდესაც ხელის გაწვდენის მანძილზე გაქვს ასეთი პერსპექტივა იმიტომ, რომ ვიღაცამ ფული გამოიმუშაოს ქართველი ხალხი ხარჯზე და ეს ვიღაცა ამ შემთხვევაში არის ივანიშვილი, აი, ამას უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ისტორიული პერსპექტივა, ბუნებრივია, ამას არცერთი პასუხსმგებლიანი ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი არ დაუშვებს და ნებისმიერ ინიციატივას ადეკვატურად გამოეხმაურება. მიზანი იმდენად ეროვნულია, ვგულისხმობ, ევროპულ პერსპექტივას, რომ აქ საუბარი კონსოლიდაციაზე და გაერთიანებაზე არის აუცილებელი, საერთო ეროვნული ინტერესის გარშემო. მაშინ რა გინდა პოლიტიკაში თუ ამ მნიშვნელოვან საკითხზე შენ ვერ ახერხებ, თუნდაც კონსენსუსის გამონახვას ნებისმიერი შენთვის პერსონალურად მიუღებელი ადამიანთანაც კი. პარტიები ჩემთვის მიუღებელი არ არსებობს იქ, სადაც დგას ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესი. არ არსებობს ახლა არც ივანიშვილი, არც კეზერაშვილი, არც , არც ღარიბაშვილი, არსებობს ერთადერთი ინტერესი – ქართველი ხალხს ინტერესი, რომელიც მე პირადად მინდა ავსახო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში და მინდა ვიყო მათი წარმომადგენელი. აქ ახლა კეზერაშვილიც თუ იჯდება ამ შეხვედრაზე, ის არ დაჯდეს ამ შეხვედრაზე, მე რატომ უნდა ვთქვა უარი სახელმწიფო ინტერესზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ