ნიკა მელია – მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში – ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4

მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში. ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4, – ამის შესახებ მ პარტია „ახალზე“ საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პარტია „ახალს“ აქვს გამბედაობა და კომპეტენცია დაეხმაროს ქვეყანას ყველა სირთულის დაძლევაში.
„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა სირთულეს დავძლევთ ერთად და დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას ყველა სირთულის დაძლევაში, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ვართ გამბედავები, პრინციპულები კომპეტენტურები და რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, ყველამ ვიცით ჩვენი კომპეტენციების, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ფარგლებში. აქ გვყავს ხალხი, რომლებმაც ადგილებზე დაამარცხა სისტემა, გლდანში, ბათუმში, ჭიათურაში, ბევრგან… ამაში არაფერია შეუძლებელი, მთავარია რწმენა, გამბედაობა, ცოდნა, ჩვენ ეს გვაქვს და ჩვენ შევცვლით. მე მჯერა, რომ „ახალი“ გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ ამაში. ერთად ჩვენ შევცვლით და ეს ისევე მარტივია, როგორც 2X2 არის 4”,- განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, როგორც პარტია „ახალზე“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ აღნიშნა, იქ სადაც არის დიდი სურვილი, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.
„მჯერა, რომ სულ რაღაც 8 თვეში ეს გამოსავალი იქნება ხორცშესხმული და გამარჯვება იქნება დაწერილი, გამარჯვება უკეთესი მომავლისთვის და არა ჩვენთვის. მე არათუ მჯერა, თითქოს, უკვე ნანახი მაქვს ის, რაც უნდა მოხდეს, იმდენად მჯერა. მჯერა, რომ როგორც 2 X 2 არის 4 ასე ვარ დარწმუნებული ამაშიც“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ