ნიკა მელია – მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, რობოკოპი, წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს

მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი, ვერანაირი წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა მ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე ჭავჭავაზის გამზირზე გაათენეს.
მელიას თქმით, “დიდი მიზნები დიდი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა და დღეს დიდი მიზნების მიღწევის გზაზე ვდგავართ”.
“მთავარია, ვიყოთ მტკიცედ, ვიყოთ ისეთივე მართლები, როგორებიც ვართ დღემდე და ვერანაირი ძალა, ვერანაირი რობოკოპი, ვერანაირი წყლის ჭავლი ჩვენს ნებას, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქეები, ვერ ჩაახშობს. ეს მოჯადოებული წრე რუსული ოლიგარქის, მის მიერ აღმართული ეს ჯებირები აუცილებლად ერთობით, სიმტკიცითა და ისტორიის წინაშე მყოფი მართალი ადამიანების დიდი ძალისხმევით გაირღვევა. დიდი მიზნები დიდი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა და ჩვენ ამ დიდი მიზნების მიღწევის გზაზე ვდგავართ და დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი დღეა, ამიტომ გამარჯვება მთელ საქართველოს! დილა მშვიდობისა, საქართველო”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები