ნიკა მელია – მე ათობით ათას თანამებრძოლს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე

მე ათობით ათას თანამებრძოლს, იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ისეთი პარტია ყალიბდება, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი უნდა იპოვოს, რომელიც მათთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
როგორც მან აღნიშნა, ისინი ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე არ მუშაობენ.
„მე ათობით ათას თანამებრძოლს, იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია მანკიერის რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა მნიშვნელოვანია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ გამოსავალი სწორი ღირებულებით ერთობაში არის. დარწმუნებული ვარ, რომ დაკვეთა, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის, ამ დაკვეთას ჩვენ დღეს ვპასუხობთ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალიან ვიწრო წრეში. ეს არ არის პარტიული ყრილობა, სულ ცოტა ხანში ჩვენ სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა გვექნება და იქ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუ რამდენი ადამიანი არის მზად იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. ამიერიდან ჩვენს ბრძოლას, გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი და ეს სახელი არის „ახალი“. ჩვენს გზას წინ მომავლისკენ კონკრეტული სიმბოლო აქვს და ეს სიმბოლო არის ნომერი 4. დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, განსხვავებული საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების საქართველოს მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას. ჩვენ ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე არ ვმუშაობთ.
დღეს საუბარია სხვადასხვა მედია საშუალებებში რა ტიპის პარტია ყალიბდება, იმდაგვარი პარტია ყალიბდება, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი უნდა იპოვოს, რომელიც მათთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება