– ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან

თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყოს… თუმცა რატომ არის ეს გასაკვირი? იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ს წარდგენას.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ტრაგედიას ვერ ხედავს.
„რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით უფრო მეტია ვიდრე ყაველაშვილი? ან ბატონი კალაძე მეტია განათლებით თუ გამჭრიახობით?
ამით მიუჩინა თავისი გუნდის წევრებს ადგილი. ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს, რადგან კალაძე ჰყავს ასეთი და სხვა მაგალითები. სკოლის ატესტატი, უმაღლესი განათლება რომ არ აქვს ადამიანს და შემდეგ „ქოცების“ ტირაჟირება რომ უწევს, შემდეგ მისი გამართლება ხდება გარკვეული ადამიანების მხრიდან, რომ ივანიშვილია ამ ქვეყნის მომავალი, ასეთი ადამიანებიც კი ჩაფიქრდებიან“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით