– ბრძოლა გაგრძელდება და მისი მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება

ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც – მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ განაცხადა.
მელიას თქმით, ბრძოლა მძლავრ პროტესტად გარდაიქმნება.
“ბრძოლა გაგრძელდება, არც შეწყვეტილა. მეტიც – მასშტაბის ინტენსივობა გაიზრდება. არ მგონია, ეს კითხვის ნიშნებს იწვევდეს. ეს ბრძოლა განვითარდება და გარდაიქმნება კიდევ უფრო მძლავრ პროტესტად”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)