– ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება

ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ტრანსნაციონალური დამნაშავეების ადგილი თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში არ მოიძებნება.
„თუ დავაკვირდებით პროცესის ლოგიკას და მეტიც აღვწერთ, ადვილად არის პროგნოზირებადი, რომ რაღაც პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან გარდაუვალი იქნება. მე ასეთი პოზიცია, მოლოდინი მაქვს და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, ვინაიდან ოლიგარქების, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური დამნაშავეების ადგილი თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში არ მოიძებნება და ვინ თუ არა ბრიტანულმა პოლიტიკამ, რომელმაც ეს ძალიან კარგად იცის. [ბრიტანეთისთვის] შეუთავსებელია ავტოკრატიული რეჟიმი და მისი სულის ჩამდგმელი, ვინც არ უნდა იყოს, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის მქონე. აქედან გამომდინარე, როდის? – ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ ფინანსური სანქციები ლონდონის მხრიდან გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ