ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ვაჭრობის იმედი აქვთ – პეტრე მამრაძე

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო არჩევნებისთვის სა და ს პოლიტიკურ შანსებზე ისაუბრა.
„ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ვაჭრობის იმედი აქვთ. ორმა ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთს აქვს ის ქარიზმა და არც მეორეს, რომ 5%-იანი ბარიერი ცალ-ცალკე თუ ერთად გადალახონ. განსაკუთრებით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც საქართველოში ვიღაცას აქვს 1%, მეორეს – 1,5% და მესამეს კიდევ რაღაც პროცენტი, თუ გაერთიანდებიან, ეს პროცენტები არ იკრიბება. ხშირ შემთხვევაში ნულდება, რადგან ვინც ერთს უჭერს მხარს, ის ბრაზდება და აღარ უჭერს მხარს გაერთიანების შემთხვევაში. ეს ემპირიულად დასაბუთდა. ყოფილა ეს გაერთიანებები და იმაზე ნაკლები მიუღიათ, ვიდრე ცალ-ცალკე მიიღებდნენ. ეს მათ იციან, მაგრამ თუ მოახერხეს ისეთი აქტიურობა, „კასტინგი“ რასაც ჰქვია, მერე დაუძახებენ და იგივე „ნაცმოძრაობაში“ ადგილს მისცემენ“, – განაცხადა მამრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო