ნიკა მელიამ თავისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა

ოპოზიციონერმა მ თავისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი გაასაჯაროვა. მელია ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4”.
“2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.
მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, – აცხადებს მელია.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი 4 “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ეკუთვნოდა.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “მივდივარ წინ, მომავლისკენ”. მოგვიანებით, მან დააზუსტა, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და აფუძნებს ახალ პარტიას.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.