ნიკა გვარამია – ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ავტორიტარიზმს ეშინია – ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს

ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს – ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ თბილისის გასასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია.
„ეს ხალხი უნდა დავამთავროთ. ყველა ის გზა უნდა გადავკეტოთ, რომელზეც ასეთი სენსიტიურები არიან. თვითონ ამტკიცებენ სად სტკივათ, სადაც სტკივათ ყველგან ჩვენ ვიქნებით და უფრო მეტად ვატკენთ.
ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც ამ რეჟიმს აცოცხლებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. როცა ეს ორი რამე ერთმანეთს უპირისპირდება, ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს