ნიკა გვარამია – ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი აქვს ნათქვამი, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად

ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი აქვს ნათქვამი, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ საერთაშორისო არენაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იქნეს აღიარებული.
„ოპოზიცია არის იქ, სადაც სამუშაოა პოლიტიკური პარტიების. ოპოზიცია მონაწილეობს აქციებში, როგორც მოქალაქეები. იმიტომ, რომ ეს არის მოქალაქეების აქცია. უფრო მეტი არის თუ არა ოპოზიციის მიერ გასაკეთებელი, თუ ეს შეკითხვა ჟღერს, მე ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ დიახ, უფრო მეტია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება ბოლომდე, რათა ეს რეჟიმი აღიარებული არ იქნეს. ამასთან, გარკვეულწილად სამუშაოა შიდა საკითხებზე, რომელიც ასევე უკავშირდება პოლიტიკურ არაღიარებას თვით გამოცხადებული ხელისუფლების.
ჩვენს კოალიციას მანდატებზეც უარი ნათქვამი აქვს, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც და დღეს გამოვაცხადეთ, რომ არ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად. რომ არ იქნეს ეს იმგვარად გაგებული, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ გამჭვირვალობის და რამეს ვმალავთ, ჩვენ გავაკეთეთ ასევე განაცხადი, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდე ვალდებულება ისედაც გვქონდა დეკლარაციის შევსების, ეს დეკლარაციები ხელმისაწვდომია, ამიტომ გამჭვირვალობას არ ვაზიანებთ ჩვენი ამ პოზიციით“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ