ნიკა გვარამია – ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა „ორკებისგან“ – ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება

ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება – ირაკლი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანა მოპარული ხმების უკან დაბრუნებაა.
„ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების უკან დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა ამ ორკებისგან და მახინჯებისგან, რომლებმაც ეს ქვეყანა წაგვართვეს. ეს ქვეყანა, ეს ქალაქი ჩვენია და [ხმებს] დავიბრუნებთ აუცილებლად. გამოდით!
ასე არ გამოვა, ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება. საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები