– სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების, ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის – რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო – არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს

სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე. მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
გვარამიას თქმით, სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების.
„ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია – სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე.
მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება