“საერთოდ არ მაინტერესებს რას იტყვის ირაკლი კობახიძე და ვის და როგორ აკრძალავს. მას მოუწევს რეალობის აღიარება თუ უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება ხელისუფლების მიღმა, ამაში ტრაგედია არ არის, მას ვარწმუნებ და თუ უნდა რომ იყოს ნაწილი ამ საზოგადოების. იმიტომ, რომ ქვეყნის დაღუპვას მას არავინ არ აპატიებს და რასაც ის აკეთებს, მათ შორის, ამ ტიპის განცხადებებით, თან ბექგრაუნდზე რომ ეუთოს ვიზიტია, ეს არის ქვეყნის დაღუპვა” – ამბობს ტვ პირველის ეთერში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია.




