საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე – რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ – მთავარია, ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ

4 ნომერი დაგვიკარგავს “ახლებს” და 5 ნომერი დაუკარგავს “ნაციონალურ მოძრაობას” – ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, საპატიმროში მყოფი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიის საარჩევნო ნომრების დაკარგვას.
როგორც გვარამიას “ფეისბუქზე” გავრცელებულ მისსავე წერილშია აღნიშნული, მთავარია, რომ ღირსება არ დაკარგეს.
მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ“,- ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ -სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია