ნიკა გვარამია – ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ – ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ არ მოხდება, რეჟიმი დგას დაჭერებზე და შიშზე

ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
ნიკა გვარამიას თქმით, საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება კიდევ უფრო გართულდება.
„დღეს ეს უკვე ნამეტანი იყო. ამდენჯერ პატიმრობაში ვარ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა მართლა ნამეტანი იყო. უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ – იქნება თუ არა რამე? არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ სხვანაირად მოხდეს, მაგრამ არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. მხოლოდ მკაფიო და რადიკალური. ზოგიერთს, რომ ეგონა, რომ -მა ეს თქვა გუშინ და ამიტომ ბიძინა გადაიფიქრებს, ასე არ არის, ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, უმძიმეს ჩიხშია. აწი თუ უფრო გართულდება საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?

პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო 10 წელია უმაღლეს საფეხურზეა