თუ ვინმეს აინტერესებს, როგორია შეშინებული კობახიძე, შეუძლია შეხედოს მის დღევანდელ კომენტარს და შეადაროს 4 ოქტომბრის წინა პერიოდის კობახიძეს – საკუთარ თავში დარწმუნებულს, თავხედურად ცინიკურს და თვითკმაყოფილს – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს “სახეზე აწერია, რომ “ბიძინას “აუხსნა” რომ მოვიდა მისი თანამდებობიდან გაშვების დრო, თან არა უბრალოდ გაშვების, ზედ უმძიმესი წიხლის მოყოლებისაც”.
News.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მათ ჩაიდინეს დანაშაული.
✅ შსს მინისტრი გომელაური და მისი ქვემდებარე შესაბამისი თანამდებობის პირები✅ ქალაქის მერი კალაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე არ გადაკეტა დაზიანებული არე, არ შეზღუდა მოქალაქეთა მიმოსვლა და მეტიც, რუსთაველზე ნაძვის ხე დადგა, რითიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი შეუქმნა ათასობით მოქალაქეს, მათ შორის ბავშვებს;
✅ “განათლების მინისტრი” ალექსანდრე წულაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე მიმდებარე სკოლაში მოსწავლე ათასობით ბავშვს და ასობით თანამშრომელს არ შეუჩერა სასწავლო პროცესი, რითიც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა;
✅ “ჯანდაცვის მინისტრი” მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც მრავალი მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვა კანონით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე; ჯანდაცვის მინისტრმა მთელი დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე;
✅ “პარლამენტის თავმჯდომარე” შალვა პაპუაშვილი, რომელიც უმაღლეს ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს პარლამენტში და მინიმუმ ვითარებაში გარკვევის გარეშე არ შეაჩერა პარლამენტის ფუნქციონირება, რითაც იქ მომუშავე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
✅ “პრემიერმა” კობახიძემ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ერთობლივად.
✅საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მთელი ამ სისტემის და ამ კოკრეტული კონვენციური დანაშაულის რეალურმა დამკვეთმა და დამგეგმავმა.
და ბოლოს: ყოფილმა შსს მინისტრმა გახარიამ ახლა მაინც უნდა თქვას რამე, მათ შორის, 20 ივნისს ასევე კონვენციით აკრძალული ნახევრად ლეტარული იარაღის (ე.წ. დათვის ტყვიები) გამოყენებაზე ბრძანების გაცემის თაობაზე!
P.S. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორია შეშინებული კობახიძე, შეუძლია შეხედოს მის დღევანდელ კომენტარს და შეადაროს 4 ოქტომბრის წინა პერიოდის კობახიძეს – საკუთარ თავში დარწმუნებულს, თავხედურად ცინიკურს და თვითკმაყოფილს. სახეზე აწერია, რომ ბიძინას “აუხსნა” რომ მოვიდა მისის თანამდებობიდან გაშვების დრო, თან არა უბრალოდ გაშვების, ზედ უმძიმესი წიხლის მოყოლებისაც” | წერს კოალიცია ცვლილებისთვის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.




