ნიკა გვარამია დააკავეს

პარტია “ახალის” ლიდერი , რომელიც თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო სხდომის პარალელურად, სადაც მას მოსამართლე ჯვებე ნაწყებიამ პატიმრობა შეუფარდა, დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა ის პენიტენციურის მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ უკვე ციხეში შეასახლებენ.
გვარამიას პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ჯერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე და შემდეგ არ გადაიხადა გირაო, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაეკისრა.
“მე მზად ვარ ერთწლიანი სასჯელისთვის – ყოველთვის უნდა იყო მაქსიმალურისთვის მზად, თუ რამე მოხდება სხვა, კარგია.
მეოთხედ შევდივარ ციხეში და მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ რომ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში ორ წელიწადში ერთხელ. ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური პარლამენტის ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ კომისიის სხდომაზე არ მივედი, იმიტომ რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ და არა ს ახირებების” – უთხრა მედიას ნიკა გვარამიამ დაკავებამდე, რუსთავის პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან.
ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი . მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
“სინამდვილეში ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა, რადგან არ აღიარებენ ამ რეჟიმს.
ეს ადამიანები დღეს არიან ბრძოლაში. დაპატიმრებული შეიძლება ტექნიკურად იყოს, მაგრამ ბრძოლაში არის გამარჯვებული გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ირაკლი ოქრუაშვილიც, ამიტომ, დიახ, ეს ბრძოლა გადის დისკომფორტზე, უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია, გუშინ მათე დევიძის ამბავმა გული მოუკლა ბევრს, მაგრამ სხვანაირად, ბრძოლის, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოვერევით” – თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.
პარტია დროა, ახალი და გირჩი გაერთიანებული კოალიციით მონაწილეობდნენ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო თ, რომლის შედეგებსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ასევე ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებლების ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვის თავისუფლებას საპატიმროს გარეთ ელოდებიან:
· და ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000 ლარი);
· გივი თარგამაძე (10 000 ლარი);
· (50 000 ლარი).
ფორუმი