ნიკა გვარამია დააკავეს

იგი პოლიციელებმა დააკავეს 4 დეკემბერს 16:45 საათზე -ის მიერ გირჩი-დროას ოფისთან, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.
გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.
გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად. შელაპარაკებისას ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
მცირე ხნით ადრე საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარეს.
პარტიებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროას“ და ს „ახალი“.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი მ განაცხადა:
„ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
აქციები მე-7 დღეა გრძელდება.
შესწორება: ინფორმაცია დაზუსტდა – გვარამია დააკავეს არა „გირჩი-დროას“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისთან

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ურიადმყოფელი: 1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი