– გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული „პრიგოჟინის დაჯგუფება“, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა

ნიკა გვარამია – გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული „პრიგოჟინის დაჯგუფება“, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა
გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული „პრიგოჟინის დაჯგუფება“, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისივე თქმით, არაუფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო რეპრესიული ფუნქციის მითვისება და განხორციელება არის არა მხოლოდ უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
“გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული “პრიგოჟინის დაჯგუფება”, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა.
საუბარია “სარანგზე”, დაცვის კერძო ფირმაზე, რომელიც ეკუთვნის „ხარებას“ (ზვიად ხარაზიშვილი, სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი) და ზვიად ჭოხონელიძეს (ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი).
არაუფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო რეპრესიული ფუნქციის მითვისება და განხორციელება (ფაქტობრივად, არაფორმალური ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფების შექმნა) არის არა მხოლოდ უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, – წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)